ონში შურა მაისურაძის და გიორგი სხირტლაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

03.07.2021წ.

შურა მაისურაძისა და გიორგი სხირტლაძის სახელობის ტურნირზე დღეს 110-მა სპორტმენმა იასპარეზა, სადაც შურა მაისურაძის პრიზიორი გახდა ონელი ლუკა მაისურაძე (42 კაგ), ხოლო გიორგი სხირტლაძის სახელობის პრიზი ერგო ონელ ტატო ჩალაძეს (47) კგ.
საუკეთესო გუნდის პირველ საპრიზო ადგილს დაეუფლა გორის ა. სხიერელის სახელობის კლუბი.
მეორე ადგილზე გავიდა ონის სასპორტო სკოლის გუნდი.
მესამე ადგილს დაეუფლა ქარელის სასპორტო სკოლის გუნდი.
წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის სპორტსმენებს, რომელთაც დღევანდელ ტურნირზე დაეფულენ სხვა და სხვა საპრიზო ადგილებს: მეორე ადგილი დაიკავეს მაისურაძე გუგა (23კგ) გვიმრაძე ნიკოლოზი (26 კგ), გობეჯიშვილი ლუკა (54 კგ);
მესამე ადგილს დაეუფლენ: რეხვიაშვილი ალექსანდრე (47 კგ), გობეჯიშვილი გიორგი (54კგ).
ვულოცავთ ბავშვებს და მწვრთნელებს ტურნირში მიღწეულ შედეგებს და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ!

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა