15.06.2021წ.
მიმდინარე წლის 15 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებთან.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ახორციელებს პროექტს „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში აუტიზმის სპექტრის დიაგნოსტიკის და მართვის ხელშეწყობას, ქცევითი თერაპიის თანამედროვე მეთოდებში ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებას და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლების გადამზადებას აუტიზმის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.