სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ონში საგლოლო-ღების სახელმწიფო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სოფელ ღებში (ჭალეების უბანში) სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მოადგილეებთან, გიორგი მაქარაშვილთან, თემურ ჩანქსელიანთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო

03.06.2021წ.

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ონში საგლოლო-ღების სახელმწიფო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და სოფელ ღებში (ჭალეების უბანში) სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მოადგილეებთან, გიორგი მაქარაშვილთან, თემურ ჩანქსელიანთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
საგლოლო-ღების სახელმწიფო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მისი დასრულება იგეგმება წლის ბოლომდე. პროექტის ღირებულება შეადგენს 11, 679430 მლნ ლარს.
სოფ.ღებში (ჭალეების უბანში) სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენისა და მდინარე რიონზე კალაპოტის ფორმირების სამუშაოები. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 200 მეტრ მონაკვეთზე რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრის მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია. სამუშაოების ამ ეტაპის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში. მეორე ეტაპი ითვალიწინებს ნაპირსამაგრის მოწყობას 1300 მეტრზე, გზის შეკეთებას ღებიდან 8 კილომეტრზე ბრილის მიმართულებით. მეორე ეტაპის სამუშაოები განხორციელდება 2021- 2022 წლებში.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო