6
05.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
5 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, შპს „ევროტექნიკსი’, შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , შპს „ რაჭა 2005“, შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, შპს „ მპტ“, შპს „ დელტმშენი’’ და შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხარისხზე , დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე,
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.