ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან

by magda

15.02.2021წ.

15 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ყოველკვირეული გეგმა და ინფორმაცია სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები. იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსორი – ბაჯიხევის გზაზე არსებული მეწყრული პროცესისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ასევე ქალაქის შემოსასვლელში იერსახის მოწესრიგებას და აღნიშნული კუთხით მიმდინარე პროექტს

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content