12- აგვისტო ‘’ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა’’

by magda

12.08.2024წ.

12- აგვისტო ‘’ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა’’
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ახალგაზრდებს – გიგა რაზმაძეს და ნინო დვალიძეს შეხვდნენ, ახალგაზრდებს ხელმძღვანელმა პირებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატება მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ ნინო დვალიძე სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის, ხოლო გიგა რაზმაძე სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ორივე ახალგაზრდა აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საგანმანათლებლო პროცესებსა და პროექტებში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content