შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ , შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურთან ერთად, დღეს დილიდან, ქალაქ ონში დავით აღმაშენებლის, გვანცა დედოფლის, დემეტრე – II და წერეთლის ქუჩებზე, საავტომობილო გზების დაგვა-გადარეცხვის სამუშაოებს ახორციელებს

by magda

27.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ , შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურთან ერთად, დღეს დილიდან, ქალაქ ონში დავით აღმაშენებლის, გვანცა დედოფლის, დემეტრე – II და წერეთლის ქუჩებზე, საავტომობილო გზების დაგვა-გადარეცხვის სამუშაოებს ახორციელებს .
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, წარმომადგენელთან ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილთან ერთად.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის ონის სამსახურს დახმარებისთვის.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content