ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში,საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

12.06.2020წ.

10 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში,საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა , ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, მედიატორებს, და პროცესთან დაკავშირებულ პასუხისმგებელ პირებს მიწაზე უფლების დადგენის პროცესში მათი უფლება – მოვალეობები, პროცედურები, ვადები და მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს