11 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”,შპს ‘ ინდივიდ პარტნიორი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ ურიში“ ,შპს ‘ ბილდმენეჯმენტი “,შპს „ კ და გ“ და შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან

11.10.2019წ.

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”,შპს ‘ ინდივიდ პარტნიორი“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს “ ურიში“ ,შპს ‘ ბილდმენეჯმენტი “,შპს „ კ და გ“ და შპს „ სამშენებლო სარემონტო სამმართველო სევერნი ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოების, ქალაქ ონში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობის საკითხები, სოფლებში (ხირხონისი, ლაგვანთა, ღარი, ნიგავზები) ახალი ამბულატორიების მშენებლობის საკითხი, ისაუბრეს სოფელ ღებში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების, ქალქ ონში სანიაღვრე არხების მოწყობის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და დასრულების ვადებზე
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა