11 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

11.11.2019წ.

11 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის დასაწყისში მერმა ხაზგასმით ისაუბრა მერიის თანამშრომელთა უდიდეს პასუხისმგებლობაზე,რომელიც მათ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე აქვთ დაკისრებული და კიდევ ერთხელ მოუწუდა დასმწრე საზოგადოებას სამსახურებრივი მოვალეობების პასუხისმგებლიანად შესრულებისკენ, ხოლო ეკონომიკის სამსახურის უფროსს თამთა ტეფნაძეს მადლობა გადაუხადა დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ , განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში
დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
ეკა მაისურაძემ სამსახურის უფროსებს ინფორმაცია მიაწოდა 12 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.13.00 საათზე გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ .
მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მისი განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დასრულების ეტაპზე მყოფ და მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისა უმკაცრეს კონტროლს.
შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მიმდინარე კვირას შესასრულებელი კონკრეტული დავალებები გასცა, აღნიშნულ საკითხებზე მონიტორინგი შესაბამის სამსახურებს დაევალათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა