11 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

11.12.2019წ.

11 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ , განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, რომლის გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების პრიორიტეტების გეგმებში.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს : სოფლებში თბობის სეზონისთვის მზადების პროცესს, წყალმომარაგების პრობლემას და სოციალურ თემატიკას , რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
მერის განცხადებით, ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია დეპუტატთან ერთად შეთანხმებულად იზრუნოს თავის თემში არსებული პრობლემების დროულ რეაგირებსა და მოგვარებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლად მოზამთრე ოჯახებზე და განსაკუთრებით მოხუცებზე.
„სოფლად მოზამთრე ოჯახები და განსაკუთრებით მოხუცები მუდამ უნდა გრძნობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მაქსიმალურ ყურადღებას და მზრუნველობას“- განაცხადა ემზარ საბანაძემ.
წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რომ მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა