10.08.2019წ
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა სახალხო დღესასწაული “ონელობა – 2019”. ამ დღეს ჩვენმა ქალაქმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
ონის მუნიციპალიტეტს ეწვია ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, ლიეტუვის რესპუბლიკის ონთან დამეგობრებული ქალაქ კაზლუ რუდას დელეგაცია მერის მოადგილის მარიუს ზიტკუსის ხელმძღვანელობით, რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე,
რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მოადგილეებთან გიორგი გონაძე და ლევან ქვათაძესთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი – ბენიამინ ფალავანდიშვილი, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური, ასპინძის მერი – როსტომ მაგრაქველიძე.
სახალხო დღესასწაულის ონელობის ფარგლებში დაგეგმილი იყო არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება,
სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდსა და ონის „მამისონს“ შორის, სტუმრებმა დაათვალიერეს ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გაეცნენ სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ლოკაციას, შეხვდნენ ონელ ახალგაზრდა სპორტსმენებს.
ტრადიციული ჯილდო გადაეცა ონის საპატიო და ღვაწლმოსილ მოქალაქეებს.
ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება გადაეცა კოლორიტ რაჭველებს, მსახიობებს: თენგიზ არჩვაძეს და თამაზ (გია) ჯაფარიძეს, მუნიციპალიტეტის წინაშე გამოჩენილი არაერთი მხარდაჭერისთვის.
საპატიო სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ონელები:
.ანსამბლ „ რაჭას“ მომღერალი – ზაალ ბერუჩაშვილი
. შეუბნის საჯარო სკოლის დირექტორი – ეთერ ჩიკვილაძე.
.ონის მუნიციპალიტეტის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელი – ლამარა კობალაძე.
ინჟინერ- ტექნოლოგი ბერიკა მინდელი.
ონელობის დღესასწაული მოსახლეობას მიულოცა ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, თიანეთის და საჩხერის მერებმა , ავსტრიის ელჩმა და ქალაქ კაზლუ რუდას მერის მოადგილემ მარიუს ზიტკუსმა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ავთენტური ფოლკლორული სერთაშორისო ფესტივალი „უნისონი“ და ბოლოს გალა კონცერტი,სადაც „ონელობა 2019“- ის სტუმრები იყვნენ მომღერალი ლაშა ღლონტი და მსახიობი მურმან ჯინორია.
ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
პირველად მსგავსი თემატიკის ღონისძიება მოკრძალებულად 2008 წელს ჩატარდა სახელწოდებით „ ონი და ონელები“. მას შემდეგ დღესასწაული ყოველწლიურად იხვეწება, მასშტაბურ სახეს იღებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ონელობაზე დასწრება უფრო მეტმა ონელმა მოახერხოს, წელს „ონელობა“ ,ნაცვლად შემოდგომისა პირველად ჩატარდა ზაფხულში და მომავალშიც ასე გაგრძელდება.