03 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

თათბირზე შეაფასეს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა

03 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
თათბირზე შეაფასეს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლზე.
დიმიტრი საყვარელიძემ მერის წარმომადგენლებს მისცა დავალება მუდმივი(ყოველდღიური) კომუნიკაცია იქონიონ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებელ მეწარმეებთან და დეტალურად გაეცნონ თითოეულ პროექტს, რათა მოსახლეობისთვის სასურველი და დროული შედეგი იქნეს მიღებული.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო