8
18.11.2019წ
ონის მუნიციპალიტეტის საკაოს ადმინისტრაციული ერთეულში, სოფელ ხიდეშლებთან ახლოს, ტყეში შეინიშნება ხანძრის კერები .
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გვაცნობებს, ადგილზე მუშაობს 80 მეხანძრე მაშველი და ადგილობრივი მოსახლეობა.
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ხანძრის კერები შეინიშნება ასევე სოფელ ირთან, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 3 კმ- ის დაშორებით, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ხანძრის სავარაუდო გავრცელების აღსაკვეთად.