ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა. საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ღების, ჭიორის, გლოლის და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს

02.08.2025წ.

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ღების, ჭიორის, გლოლის და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.
სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია. ვითარება კონტროლდება. ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ამ დროისთვის ყველა სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან დაზარალებულ უბნებში და ადგილზე ეცნობიან ვითარებას.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, მოხდება ზარალის აღწერა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, სოფელ გომში შიდა სასოფლო გზის დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ორბას“ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო