ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და მარტოხელა დედებს ფრინველები დაურიგდებათ

28.09.2020წ.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ ფრინველის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შემფასებელმა კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა შპს „ძევერა 2018“.
შპს „ძევერა 2018“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფრინველის დარიგებას ბენეფიციარებზე დაიწყებს 2020 წლის 27 სექტემბრიდან ეტაპობრივად, 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე.
პროექტის 152 ბენეფიციარს, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს და მარტოხელა დედებს, გადაეცემათ:
მინიმუმ 2 თვის ასაკის 3040 ფრთა ქათამი (ქათმის ჯიში – ხარკო და ჰუბარდი), თითო ოჯახზე 20 ფრთა ქათამი, თანდართული ვეტერინარული ცნობით, რაც დაადასტურებს, რომ ფრინველი დამუშავებულია ვაქცინაციის სრული პაკეტით (მარეკი, ვექტორული ვაქცინა, ნიუკასლი (ჭირი));
2 თვის სამყოფი კომბინირებული საკვები;
აკლიმატიზაციის გავლისთვის აუცილებელი ვეტ პრეპარატების ნაკრები;
ანოტაცია / ჯიშის მახასიათებელი და მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაცია წერილობითი ფორმით;
საწყურებელი და საკვებერი;
2 თვიანი უფასო კონსულტაცია ფრინველის მოვლა-პარტონობაზე;
პროექტი “კორონავისურისთ გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება“ ხორციელდება რაჭაში (ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში) ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ სლოვაკურ ორგანიზაცია „Sosna”-სთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტში, შპს „ეიჯი ნოწარულა ჰაიდროს“ მდინარე ნოწარულაზე 5.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ნოწარულა 2“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ

ქალაქ ონში ყოფილი საჭიდაო დარბაზის ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია, 24 ნოემბერს 18:00 საათზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს