შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

24.08.2023წ.

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით სოფელ სორის მიმდებარედ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი, ასევე ერთი მოზარდის ცხედარია ნაპოვნი სტიქიის ეპიცენტრში სადაც მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმება.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შოვში, ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის აღმოჩენილია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ხოლო ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.