შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ალპანა მამისონის130 /კმ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

by magda

23.02.2023წ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ალპანა მამისონის130 /კმ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, რამაც გარე სამყაროს მოწყვიტა სამი ადმინისტრაციული ერთეული: გლოლა, ღები, ჭიორა.
მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით.
ონის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია, ამ დროისთვის ელექტროენერგია მიეწოდება ქალაქ ონის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას. ასევე, მიმდინარეობს დაზიანებული უბნების დადგენის სამუშაოები და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
თოვლწმენდის სამუშაოები ჩატარდა ქ.ონში და მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში გაიწმინდა სოფლამდე მისასვლელი გზები: წმენდაური, ღარი, ლაგვანთა, ნაკიეთი, უწერა. ასევე შიდა საუბნო გზები გაიწმინდა: გლოლა, ღები, ჭიორაში.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე ჩამოსული ზვავის გაწმენდის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ონის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა, რომლის აღმოსაფხვრელად დილიდან სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content