13.08.2019
13 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის დირექტორის ანა ერისთავის ინიციატივით, გაიმართა თანამედროვე შვეიცარიელი მწერალი ქალის ანეტე ლორის რომანის “ფრენისგან სუნთვაშეკრული” პრეზენტაცია.
რომანი ქართულ ენაზე თარგმნა ავსტრიული კულტურის ცენტრის თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის დირექტორმა მზია გალდავაძემ, ქართულ ენაზე დაიბეჭდა
გამომცემლობა პალიტრა L მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.