ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

by magda

01.08.2024წ.

დასრულდა ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ტურნირი ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო 20 მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა და საქართველოს მომქმედი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა და პრიზიორებმა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში, ათი წონით კატეგორიაში, გამოვლენილი გამარჯვებული სპორტსმენებით დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალგაზრდებს შორის, რომლებიც 5, 6 და 7 სექტემბერს, ესპანეთში, ქალაქ პონტევედრაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის“ სპორტსმენმა თორნიკე სამხარაძემ პირველი ადგილი მოიპოვა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თორნიკეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს სექტემბერში, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე.
ტურნირი ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content