ქორეოგრაფიული ხელოვნების საღამო ონში.
ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ქორეოგრაფიული ხელოვნების ზეიმი გაიმართა.
მონაწილეობდნენ : მარნეული -ქორეოგრაფიული ანსამბლი “იბერია”, ქორეოგრაფი -ბესო კიპაროიძე. გორი -ქორეოგრაფიული ანსამბლი -“შუშპარი” , ქორეოგრაფი -თენგო დვალიშვილი, ნინო ღონღაძე, თბილისი ანსამბლი “ნათება”, ქორეოგრაფები: ზურაბ და სოფო ბოდოკიები, დაბა წყნეთი-ანსამბლი “ჩირაღდანი”, ქორეოგრაფი-გია ჯაში, სამხატვრო ხელმძღვანელი – გია ჯაში, დაბა წყნეთი – ანსამბლი -“დავითიანი”, ქორეოგრაფები-მამუკა და დავით ჯაშები, ახალქალაქი-ანსამბლი “მურჯი”, ქორეოგრაფი -გიორგი მეტრეველი, მასპინძელი-ანსამბლი “ორბა”,ქორეოგრაფი- გიორგი რეხვიაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე-ეკა მაისურაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებასა და სტუმრებს დაუვიწყარი საღამოს ჩატარებისათვის.