„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და მხარის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულ დავით ჯელაძეს შეხვდნენ

17.08.2023წ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და მხარის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულ დავით ჯელაძეს შეხვდნენ.
„გრძელდება სამუშაოები, მადლობა უნდა გადავუხადოთ მაშველებს, ადამიანებს, რომლებიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობენ გაუჩერებლად იმისათვის, რომ იპოვონ დაკარგული ადამიანები.
მე მქონდა სატელეფონო საუბარი დავით ჯელაძესთან, ასევე შევხვდი მას. პირველ რიგში, მინდა ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა და წარმოუდგენელია, საოცარი ისტორიაა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე და თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს გამოვლილი თავის პატარა დისშვილთან ერთად, წარმოუდგენელი რამ აქვს გაკეთებული.
სინანული მინდა გამოვთქვა, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი, მანაც განმარტა ყველაფერი, მთავარი არის ის, რომ ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, მისი დისშვილი და ოჯახი. ამაში არის მისი დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა თავის დისშვილთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ყოველდღიურად იმყოფებიან.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს-ების ხელმძღვანელ პირებთან

სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი დავით ლობჟანიძე მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საკრებულოსა და აიპების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა

ონის მუნიციპალიტეტის მერია მეუფე ვახტანგს ულოცავს დაბადების დღეს