ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის აღსაზრდელები
6 მაისს ქალაქ ქუთაისში, სპორტის სასახლეში დასრულდა ირაკლი წოწონავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის აღსაზრდელები, სადაც ნიკოლოზ ბუხრაშვილმა (35 კგ) და ლუკა მაისურაძემ (32 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს, წარმატებებს უსურვებს სპორტულ კარიერაში და პირად ცხოვრებაში.