ქალაქ ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „საბა“ წარმომადგენლებმა, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან

16.03.2023წ.

16 მარტს, ქალაქ ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „საბა“ წარმომადგენლებმა, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრები ქალაქ ონში წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით შედგა.
კომპანიის წარმომადგენლებმა მასშტაბური პროექტის შესახებ მოკლე პრეზენტაცია გააკეთეს. შეხვედრა კითხვა- პასუხის ფორმატით გაგრძელდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ქალაქ ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
ონში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
პროექტით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. დამატებით მოეწყობა,10კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ბოლოს არის დაგეგმილი, რომლის შემდეგაც ონის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 583 998,18 ლარი გამოიყო.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა