ქალაქ ონში ცენტრალურ და შიდა საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

19.02.2025წ.

ქალაქ ონში, ცენტრალურ და შიდა საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
პრობლემურ უბნებზე დილიდან იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი და მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში – პაატა ხარაიშვილი.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, ამ მიმართულებით ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო