17.11.2022
ქალაქ ონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
დღეის მდგომარეობით ქალაქ ონში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობასა და საზოგადოებრივი სივრცეების გაუმჯობესებას ემსახურება.
აქტიურად მიმდინარეობს საჭიდაო დარბაზის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა მოადგილე გივი მეტრეველთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე მოინახულა ქალაქ ონში მიმდინარე სამუშაოები და გაეცნო არსებულ სიტუაციას.