ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების (I ეტაპი) დაიწყო

27.06.2023წ.

ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების (I ეტაპი) დაიწყო.
პროექტი გულისხმობს ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას. აშენდება ღია და დახურული სავაჭრო ფართები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
პროექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ურბან სინერგი“ ახორციელებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 1 411 734 ლარს შეადგენს.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო