ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ღია სცენაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა

by magda

31.12.2021წ.

ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ღია სცენაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ღონისძიების მონაწილეებს დამდეგი 2022 წელი მიულოცეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა 2021 წლის წარჩინებული მოსწავლები, მარიამ საძაგლიშვილი და ლიკა ბიჭაშვილი დააჯილდოვა.
 ღონისძიება საახალწლო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი „ რაჭა“, ონის კულტურის სახლის, სამუსიკო სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
თოვლის ბაბუამ ბავშვები საახალწლო საჩუქრებით დააჯილდოვა.
ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება ფეიერვერკით დაგვირგვინდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content