27
11.10.2023
ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოები დღეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, პირველ მოადგილესთან – ალავერდ ხვედელიანთან და მოადგილე – გივი მეტრეველთან ერთად მოინახულა.
პროექტის საერთო ღირებულება 255’999 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.
შემსრულებელი შპს ” დოკასპორტი “.