ქალაქ ონს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური სივრცე შეემატება

30.05.2025წ.

ქალაქ ონს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური სივრცე შეემატება.
სარემონტო სამუშაოები დასრულდა. არსებულ ვითარებას ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და პროექტის მენეჯერ – თამარ ხომასურიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შენობა აღიჭურვება საოფისე ტექნიკით და ავეჯით, შეიქმნება და განვითარდება ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, საკონფერენციო სივრცე, ახალგაზრდული სივრცე, ტურისტული და ადმინისტრაციული ცენტრები.
სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 537 508 ლარი შეადგინა, ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის CESL-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GIZ, ონის მუნიციპალიტეტმა პროექტის “მულტიფუნქციური სივრცის აღჭურვა” განსახორციელებლად 100 000 ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით შენობის კეთილმოწყობისთვის 8000 ლარი გამოიყო.
ქალაქ ონში მულტიფუქნციური სივრცე უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა