ქალაქ ონის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება

29.02.2024წ.

ქალაქ ონის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება.
მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, რაც გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება.
მგზავრებს შესაძლებლობა ექნებთ, მინიმალურ ფასად – 50 თეთრად, კომფორტულად გადაადგილდნენ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით, შეღავათით ისარგებლებენ 17 წლამდე ასაკის პირები, მათთვის გადაადგილება იქნება უფასო.
ქ. ონში საზოგადოებრივი ტრასპორტის მიმოსვლა, რომელიც ხორციელდება M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, 26 მგზავრზეა გათვლილი და ტრანსპორტირებას ახდენს დღეში 6-ჯერ (ყოველდღიურად).
ავტობუსი იმოძრავებს (საორიენტაციოდ):
08.15-დან 10:00-მდე;
13.00-დან 14.50-მდე;
16:00 დან 18:30 მდე;
შემდეგი მარშუტით:
დემეტრე II მოედანი (სადგური) ა. წერეთლის ქუჩა მოედნის ქუჩა სოფელ კომანდლის გადასახვევი გ.სააკაძის ქუჩა ი.ჭავჭავაძის ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩა ქაფიანიძის ქუჩა აღმაშენებლის მოედანივახტანგ VI-ის ქუჩა სოფელი ღარი (მაღაზიასთან) სოფელ ლაგვანთის გადასახვევი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა