ფონდმა „ფეა თრიიზ“, “Fair Trees Foundation”, მერიას შშმ პირთათვის, ორ ეტაპად გადმოსცა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარი – სამედიცინო საწოლები, სამედიცინო გასაბერი ლეიბები, ვოლკერები (ჭოჭინა), ყავარჯნები

29.03.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩიკვაიძის თხოვნით, ფონდმა „ფეა თრიიზ“, “Fair Trees Foundation”, მერიას შშმ პირთათვის, ორ ეტაპად გადმოსცა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარი – სამედიცინო საწოლები, სამედიცინო გასაბერი ლეიბები, ვოლკერები (ჭოჭინა), ყავარჯნები.
 ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ და მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურთან ერთად, სამედიცინო ინვენტარი გადასცა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს.
 მადლობას ვუხდით „Fair Trees Foundation”-ის ხელმძღვანელობას მარიანა ბოლსს, ჟანა ბაბუნაშვილს და ციცი ჯანგიძეს თანამშრომლობისთვის.
 ონის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც გააგრძელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ზრუნვას, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო