ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფელ საკაოში სახაზომდე და სოფელ ღარში საჯვარემდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

21.11.2022წ.

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფელ საკაოში სახაზომდე და სოფელ ღარში საჯვარემდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტი მოიცავს გრუნტის გზის საფარის რეაბილიტაციას სანიაღვრე სისტემებისა და მიწისქვეშა გადამღვრელების გათვალისწინებით, ასევე საკემპინგე ადგილების, განათებების, მანიშნებლების და QR კოდების მოწყობას.
სულ პროექტის ფარგლებში სოფელ საკაოში მოეწყობა 4500 გრძ.მეტრი, ხოლო სოფელ ღარში 2500 გრძ. მეტრი გზის მონაკვეთი.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ბიელი“ ასრულებს, სახელშეკრულებო თანხამ ჯამში 233 332 85 ლარი შეადგენა.
პროექტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და დასრულება 2022 წლის დეკემბრის თვეში იგეგმება

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა