26.02.2024წ.
სტუდენტთა საყურადღებოდ!
2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.
აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემას (პირველი საფეხურის ოთხი სტუდენტი და მეორე საფეხურის ერთი სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების X, XI, XII კლასები, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ და მეორე საფეხურზე მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის, წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად.
კონკურსში გამარჯვებულ პირებზე, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიები გაიცემა არაუგვიანეს 2024 წლის 15 მაისისა და ერთობლივად მოიცავს 4 სასწავლო თვეს.
სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;
2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ცნობა, რომ ბოლო სამი წელი (X, XI, XII კლასები) სწავლობდა ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში;
ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
თუ განმცხადებელი ბაკალავრია – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ;
თუ განმცხადებელი მაგისტრანტია – ცნობა მაგისტრატურის 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ;
საბანკო რეკვიზიტები.
მერია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
!!! განაცხადების მიღების ვადები:
2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 30 მარტამდე.
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
დოკუმენტების მიღება – პირველი ეტაპი;
დოკუმენტების განხილვა – მეორე ეტაპი.
დოკუმენტების მიღებას აწარმოებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება (მისამართი: ქ. ონი დ. აღმაშენებლის ქუჩა N40)
რეგისტრირებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს.
სამსახური შეისწავლის დოკუმენტაციას და შეჰყავს ინფორმაცია კონკურსანტთა რეესტრში.
არასრული დოკუმენტაციის/მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური აცნობებს კონკურსანტს აღნიშნულის შესახებ, განცხადებაში მითითებული საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით და აძლევს 5 სამუშაო დღეს ხარვეზის გამოსასწორებლად.
თუ კონკურსანტი არ გამოასწორებს ხარვეზს, სამსახური განაცხადს არ განიხილავს.
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მითითებულ ვადებში წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია!
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს – მანანა ჩაგელიშვილი – ტელ: 555 35 92 29
გისურვებთ წარმატებებს!