. სტიქიის არეალში მძიმე ტექნიკისა და ფიზიკური ძალის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

08.08.2023წ.

„90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. ტექნიკა დაემატება, რათა სამძებრო სამუშაოებისთვის არეალი გაფართოვდეს. ამ ეტაპზე 8 ძირითად ლოკაციაზე ვმუშაობთ, მოხერხდა წყლის ხიდის ქვეშ გადაგდება, რამაც სამუშაო არეალის გაფართოების საშუალება მოგვცა.
მაშველების ზედამხედველობით და მითითებით, შველა-ძიების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მთავარი ძალისხმევა ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზეა მიმართული. თუმცა, სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს ჩამოწოლილი მეწყერის მიწის მასის შემადგენლობა.
მაშველები, ჯარი, ყველა ის ადამიანი, ვინც პროცესშია ჩართული, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ასევე, აღნიშვნის ღირსია საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობს, დიდი მადლობა მათ ასეთი თავდადებისთვის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ავლენენ და არსებულ რთულ პირობებში ახერხებენ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას. რა თქმა უნდა, სამუშაოები გრძელდება და ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზრდება.
საძიებო სამუშაოების შედეგად, დღეს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სტიქიის არეალში მძიმე ტექნიკისა და ფიზიკური ძალის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. “ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული შეკრების შემდეგ განაცხადა.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა