სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის გაცნობის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრას გეგმავს

by magda

16.03.2023წ.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის გაცნობის მიზნით, სააგენტოს ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, 17 მარტს,15:30 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრა გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა პასუხის ფორმატით, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის შესახებ, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს
ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა წამოიწყონ საკუთარი საქმე ან გააფართო​ონ არსებული ბიზნესი და თავიანთი წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ მობრძანდეთ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content