“სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

30.01.2024წ.

2024 წელს, “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. ლაჩთა – სკვერის კეთილმოწყობა;
სოფ. შეუბანი – გარე განათების მოწყობა;
სოფ. ჭალა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია; გზის რეაბილიტაცია;
სოფ. ნიგვზნარა – შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა;
სოფ. ხურუთი – ნაპირსამაგრის მოწყობა;
სოფ. წოლა – სკვერის კეთილმოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 648 000 ლარს.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები დაათვალიერა

ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა

მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ონჭევში გზის საფარის დაგების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა