01.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, პირველ მარტს წედისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: წედისი, სხანარი, ქვედრულა. ქვედი და ირი იმყოფებოდა.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც “სოფლის პროგრამის ფარგლებში” დაფინანსდება.
ქვედი_ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ქვედრულა-სკვერი მოწყობა შესაბამისი ინვენტარით.
ირი – სპორტული ინფრასტრუქტური მოწყობა.
წედისი- სპორტული მოედნის მოწყობა.
სხანარი- წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
2021 წლის პირველი მარტის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 12 ადმინისტრაციული ერთეულის 43 სოფელში ჩატარდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.