სოფელ ხირხონისთან მიმდინარე სასარგებლო წიაღისეულის (თაბაშირი) მომპოვებელი სამუშაოები.

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ნებისმიერი სახის სამუშაო მერის პირად კონტროლზეა აყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 10 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – ბაჩანა მარკოიშვილმა და მერის წარმომადგენელმა კომანდელის ადმინისტრაციულ ერთეულში – ნუგზარ გამყრელიძემ სოფელ ხირხონისთან მიმდინარე სასარგებლო წიაღისეულის (თაბაშირი) მომპოვებელი სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი მოინახულეს. ადგილზე გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევებისა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, კერძოდ: დაზიანებულია სასმელი წყლის ნაგებობა, მეწარმის მიერ გაკეთებული ალტერნატიული წყალი სასმელად უვარგისია, ადგილზე გაჩეხილია საკმაოდ დიდი რაოდენობის ხე-ტყე, დაზიანებულია გზა და გააქტურებულია მეწყრული პროცესები. ლიცენზია თაბაშირის მოპოვებაზე 2016 წელს არის გაცემული. აღნიშნული სამუშაოების გაგრძელების საკითხი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გადაწყდება.
მერი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა