სოფელ უწერაში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

by magda

24.06.2024წ.

სოფელ უწერაში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
გზის რეაბილიტაცია გულისხმობს 1 კილომეტრი მონაკვეთის მოწესრიგებას. ბეტონის საფარის მოწყობით და 20მ გზის დამცავი კედლის გათვალისწინებით.
ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები: მიწის ვაკისის მოსწორება და დაპროფილება, გრუნტის დამუშავება, კაიუტის და საფუძვლის მოსწორება და დაპროფილება, გაბიონის და საგზაო სამოსის მოწყობა, ნიაღვარმიმღები ჭების და ზღუდეების მოწყობა.
პროექტის ღირებულება შეადგენს 296.999 ლარს, რომლის დარულება 2024 წლის 2 ოქტომბრამდე იგეგმება.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ასევე, დასრულების ეტაპზეა სოფელ უწერაში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები.
რომლის სახელშეკრულებო თანხა 158 887 ლარს შეადგებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content