68
21.11.2022
სოფელ ლაგვანთაში აქტიურად მიმდინარეობს მდინარე საკაურაზე არსებული ხიდის მიმდებარედ რკინა – ბეტონის ნაპირსამაგრის და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ღირებულება 560’000 ლარს შეადგენს, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მისი დასრულება დეკემბრის თვის ბოლომდე იგეგმება.
შემსრულებელი შპს “ხიდმშენი-99”
აღნიშნული სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილმა, პირველ მოადგილესთან ალავერდ ხვედელიანთან, მოადგილე გივი მეტრეველთან და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან ვლადიმერ ბერელიძესთან ერთად მოინახულა.