მონაწილეობა მიიღეს ონისა და შეუბნის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა
ონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინიციატივით სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
მონაწილეობა მიიღეს ონისა და შეუბნის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელმა მაკა გრძელიშვილმა ისაუბრა ბულინგზე, როგორც მოზარდებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის საშიშ მოვლენაზე და მის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ბულინგთან დაკავშირებით. შექმნეს პოსტერები, ნახატები და ერთხელ კიდევ თქვეს, რომ სურთ მომავალი ძალადობის გარეშე.