სიკეთე გადამდებია

03.12.2020წ.

#სიკეთეგადამდებია
Pavle Gogshelidze
2020 წლის აპრილის თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე ხშირად ქვეყნდებოდა ინფორმაცია, სადაც აღვნიშნავდით, ქვეყანაში კორონა ვირუსის (COVID 19) – ის გამოცხადების შემდეგ , უხილავ მტერთან ბრძოლაში, როგორ გაერთიანდა ერი და ბერი, როგორ გამოიჩინეს ონელებმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, გარშემომყოფების და ქვეყნის მიმართ. გაგაცანით ჩვენი დროის კეთილი გმირები, რომლებმაც გადაწყვიტეს გლობალური საფრთხის პირობებში შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ თავიანთ შეჭირვებულ თანამოქალაქეებს.
კიდევ ერთი ღირსეული ადამიანის შესახებ გვინდა გაცნობოთ:
პავლე გოგშელიძე – ადამიანი, რომელიც მუდამ სიკეთეს თესავს.
უკვე მერამდენედ, პავლე გოგშელიძე ონელი მოქალაქეების – კეთილდღეობის სადარაჯოზე დგას . წლებია ქველმოქმედებას უსიტყვოდ და მოკრძალებულად ეწევა.
ამჟამადაც პავლე გოგშელიძე გამოეხმაურა ჯგუფის ” ონელები” ინიციატივას, პანდემიის პერიოდში ონელების გაერთიანებას საერთო საქმისთვის, მან სოლიდური თანხა გადარიცხა ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ბედნიერებაა, როცა იცი ამ თანხით გაახარებ ბევრ ადამიანს.
ჩვენ ვამაყობთ ასეთი ადამიანებით , რადგან ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და გულით იმედი დააქვთ!
Pavle Gogshelidze
სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე შეუფასდება თუ არა მას სიკეთე, რომელიც უანგაროდ გასცა. სიკეთის ქმნა მათი სულიერი მოთხოვნილებაა . მადლობა მათ, იმიტომ რომ არსებობენ, იმიტომ რომ მათ სიყვარული შეუძლიათ და ფიქრობენ სხვის კეთილდღობაზე.
ახალმა განსაცდელმა დაანახა სამყაროს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი და ის მუდამ ყურადღების ეპიტცენტრშია, გვჯერა , რომ ხვალ კეთილი ადამიანების სახელებს კიდევ მეტი სახელი დაემატება , ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით მრავალ განსაცდელს დავამარცხებთ და ვიზეიმებთ ბედნიერ გაზაფხულს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ