სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

05.07.2024წ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიმდინარეობისას რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები განიხილეს. სახელმწიფო რწმუნებულმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზეც იმსჯელა.
მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელებისა და ასევე, საკითხების დროული მოგვარების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიების მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
მერებთან და საკერებულოს თავმჯდომარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები-ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი ესწრებოდნენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content