2
02.07.2024წ.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ონის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2024” გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მონაწილეთა აღლუმი, საზეიმო გახსნა და გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე მონაწილეობას იღებდა ლატვიის ქორეოგრაფიული ანსამბლი.
გალა კონცერტი დაჯილდოებით დასრულდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ნომინაციებში გამარჯვებულებს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.