10
16.09.2024წ.
დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი 2024- 2025 სასწავლო წელი დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის და სოფელ ღარის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს საჯარო სკოლის დირექტორმა მიულოცა, რომელმაც განვლილი პერიოდის მიღწევებზე ისაუბრა.
მისასალმებელი სიტყვით მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ყველა პირველკლასელს, მოსწავლეს, პედაგოგებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალ სასწავლო წელს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 600- მდე მოსწავლე ისწავლის.
ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტში 48 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ყველა პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდა.
სადღესასწაულოდ მორთულ სკოლის ეზოებში, პირველი ზარი დაირეკა და სასწავლო პროცესიც განახლდა.