საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში

04.06.2025წ.

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.
ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე. მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდებს 18 წლის ასაკიდან.
ტურნირის ეტაპები:
I ეტაპი – მუნიციპალიტეტების ჩემპიონების გამოვლენა;
II ეტაპი – გამარჯვებული მუნიციპალიტეტების გუნდები
იასპარეზებენ რეგიონულ პირველობაზე;
ფინალური ეტაპი – თითოეული რეგიონის გამარჯვებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 2025 წლის 3 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით.
გიწვევთ, ჩაერთოთ ჩემპიონატში მეგობრებთან ერთად და გაატაროთ ზაფხული აქტიურად და ჯანსაღად!
დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის ბმული იხილეთ ქვემოთ
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/7ciSY7W3HTYnmGUZ9

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო