საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ონში საახალწლო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

by magda

02.01.2023წ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ონში საახალწლო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.
მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ონის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
ამ წუთებში ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს.
საღამოს კი ჯგუფი „ჩვენებურები და ჯგუფი „გუფილენდი “ დაიკავებს სცენას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content