საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო იწყებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას და შესაბამისად აქტიური საინფორმაციო ღონისძიებების გატარებას

by magda

რომლის ერთ – ერთი კომპონენტია, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული პროგრამებით სარგებლობის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო იწყებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას და შესაბამისად აქტიური საინფორმაციო ღონისძიებების გატარებას, რომლის ერთ – ერთი კომპონენტია, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული პროგრამებით სარგებლობის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება.
აღნიშნული გამოწვევის დაძლევის მიზნით 2017 – წლის 1 ივლისიდან საქართველოს მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის წამყვანი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების მნიშვნელოვანი წილით თანაგადახდას.
პროგრამა მოიცავს 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებს.
( დაავადებების და მედიკამენტების ჩამონათვალი, ასევე პროგრამით სარგებლობის წესები იხილეთ დანართის სახით)

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content