საქართველოს განვითარების პლატფორმამ, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 17 აპრილს, ონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

18.04.2024წ.

საქართველოს განვითარების პლატფორმამ, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 17 აპრილს, ონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეობითი ბიუჯეტირების სამოქმედო გეგმის შემუშავება და საინფორმაციო კამპანიების კალენდრის შეთანხმება. დამსწრე საზოგადოებისთვის წარდგენილ იქნა სამართლებრივი ბაზის შესაბამისად მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები.
ამასთანავე, შეთანხმდა GeoDP-ის საკომუნიკაციო სტრატეგიის და გეგმის შესაბამისად პროგრამის მიმდინარეობის პროცესში განსახორციელებელი აქტივობების ნუსხა და ჩართულობის ინტენსივობა.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინტენსიური საინფორმაციო კამპანიების წარმოება, რომელიც ითვალისწინებს ბეჭდური მასალების, საინფორმაციო ვიდეო რგოლების მომზადებას და გავრცელებას, საინფორმაციო სტენდების განთავსებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მოძრავი საინფორმაციო ქარავანით ვერიფიცირებული პროექტების ავტორების შეხვედრებს მოსახლეობასთან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მხარდაჭერა საინფორმაციო კამპანიების წარმოების პროცესში, რაც გამოიხატება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების პროცესში კოორდინირებულ მუშაობაში და ორმხრივ ჩართულობაში.
„საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) პროექტს – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა